
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტორნული სწავლების ვებ-გვერდზე შეიქმნა არაბული ენა 1-ის (პირველი ეტაპი) ელექტრონული კურსი, რომელიც სტუდენტებს უფრო მეტ სტიმულს მისცემს და წაახალისებს! კურსზე განთავსებულია გრამატიკული მასალა, ლექსიკონი, ინტერნეტ-რესურსები, სურათები, ვიდეოები, ტესტები, ლინგაფონის აუდიო გაკვეთილები და სხვ. კურსის მიზანია უფრო ეფექტური და სახალისო გახადოს სწავლება!
