اهلا و سهلا


Monday, January 11, 2010

არაბული ანბანი

აარაბული ანბანი შეიცავს 28 თანხმოვნის ნიშანს.ასოები მხოლოდ თანხმოვნებს აქვთ. ხმოვნები აღინიშნებიან დამხმარე ნიშნებით. ჩვეულებრივ, არაბული ტექსტები უხმოვნოდ იწერება და იბეჭდება. გახმოვანებულია ყოველთვის ”ყურანი”, ლექსიკონები, გრამატიკები, დაწყებითი სახელმძღვანელოები.
როგორც აღვნიშნე, თანხმოვანი ოცდარვაა, ხმოვანი კი- სამი.
არაბული იწერება და იკითხება მარჯვნიდან მარცხნივ, ასევეა განლაგებული ტექსტის გვერდებიც. ასოთა გადაბმა სავალდებულოა და, იმისდა მიხედვით, თუ სიტყვაში ასოს რა პოზიცია უკავია, მას განსხვავებული მოხაზულობა აქვს. კერძოდ, 22 ასოს აქვს 4 პოზიცია: 1. ცალკე მდგომი, 2. გადაბმული მარჯვნივ, 3. გადაბმული მარცხნივ, 4. ორმხრივ გადაბმული.
6 ასოს მხოლოდ 2 პოზიცია აქვს(ცალკე მდგომი და გადაბმული მარჯვნივ),რადგან ისინი არ გადაიბმებიან მომდევნო ასოსთან.
ანბანთრიგში ერთმანეთს მისდევენ ერთნაირი მოხაზულობის მქონე ასოები, რომლებიც მხოლოდ წერტილებით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. სიტყვა იწერება ასოთა გადაბმის წესების დაცვით. სიტყვის გადატანა სტრიქონიდან სტრიქონზე დაუშვებელია.
ისლამის გაბატონებასთან ერთად არაბული შეიქმნა ”საღვთო ენად” ყოველი მუსლიმანისთვის. მექელი წინასწარმეტყველის მიერ შექმნილი სარწმუნოების გავრცელებას მოჰყვა არაბული ანბანისა და ენის გავრცელება: ისლამმა ბევრ ხალხს მოახვია არაბული ანბანი. დღესაც კი, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანელები, შუა აზიის რესპუბლიკები, ჩრდ. კავკასიის ხალხები, თურქები და სხვ. რუსულ და ლათინურ ანბანზე გადავიდნენ, არაბული ასოებით 240-მდე მილიონი მოსახლეობა წერს.
ბლოგზე განთავსებულია სახალისო და შემეცნებითი ვიდეოები არაბული ანბანზე.

1 comment: